მამის გარდაცვალების შემდეგ, თექვსმეტი წლის კრისტალი იძულებულია დატოვოს სახლი. ის მომღერლად იმუშავებს სან-ფრანცისკოს ერთ-ერთ ღამის კლუბში. ნიჭიერი და მიზანდასახული გოგონა ხდება პოპ ვარსკვლავი. დიდება, სიმდიდრე, მილიონობით გულშემატკივარი - ახლა კრისტალს აქვს ყველაფერი, რაზეც კი ოდესმე იოცნებებდა. მაგრამ მას არ შეუძლია დაივიწყოს თავისი პირველი სიყვარული და ოჯახის რანჩო, სადაც ოდესღაც ბედნიერი იყო.